ტაილანდის ადმინისტრაციული დაყოფა
ტაილანდი იყოფა 77 პრივინციად (ტაი. จังหวัด; ქართ. ჩანგვათ), ტაილანდის დედაქალაქის ჩათვლით, რომელიც 1972 - 2013 წლებში იყო მუნიციპალიტეტი.[1]
შემდეგ, ყოველი პროვინცია იყოფა რაიონებად — 2011 წლის მონაცემებით 878 რაიონია (ტაი. อำเภอ; ქართ. ამფჰოე) და ასევე 50 დედაქალაქ ბანგკოკის რაიონი.[2] ყოველ პროვინციაში არის ერთი ცენტრალური რაიონი (ტაი. อำเภอเมือง; ქართ. ამფჰოე მუეანგ). გამონაკლისია პროვინცია აიუთთჰაია, სადაც პროვინციას და ცენტრალურ რაიონს ერთად ჰქვია „Phra Nakhon Si Ayutthaya“. 2007 წლამდე არსებობდა 81 მცირე რაიონი (ტაი. กิ่งอำเภอ; ქართ. კინგ ამფჰოე), რომელიც შემდეგ გადაკეთდა ჩვეულებრივ რაიონად.
ბანგკოკში ქალაქის რაიონებს ეწოდება — „ქჰეთ“-ი (ტაი. เขต), რომლებიც შემდეგში იყოფებიან „ქვენგ“-ებად (ტაი. แขวง). თითქმის ზუსტად ასე იყოფებიან რაიონები („თამბონ“-ებად) სხვა პროვინციებშიც.
თამბონ (ტაი. ตำบล) შემდეგ იყოფა „მუბან“-ებად (ტაი. หมู่บ้าน), ანუ სოფლებად.[3]
საქალაქო (მუნიციპალური) გაერთიანებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული დაყოფის გარდა ტაილანდში დასახლებული პუნქტები კიდევ იყოფებიან დიდ და საშუალო ქალაქებად, დასახლებებად და სოფლებად, რომლებსაც აქვთ მინიჭებული გარკვეული ფუნქციები რაიონების და მუნიციპალიტეტების.
საქალაქო (მუნიციპალური) (ტაი. เทศบาล; ქართ. თხეთსაბან) ადმინისტრაციული დაყოფის სამი დონე:
- დიდი ქალაქი — 50 ათასზე მეტი მოსახლე, მოსახლეობის სიმჭიდროვე 3 ათასზე მეტი ადამიანი თითო 1 კმ²-ზე.
- საშუალო ქალაქი ან პრივინციის ცენტრი — 10 ათასზე მეტი ადამიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე 3 ათასზე მეტი ადამიანი თითო 1 კმ²-ზე.
- დასახლება (პატარა ქალაქი) — 5 ათასზე მეტი ადამიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია 1.5 ათას ადამიანზე თითო 1 კმ²-ზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ rirs3.royin.go.th/dictionary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-03. ციტირების თარიღი: 2016-02-04.
- ↑ www.dla.go.th
- ↑ www.ratchakitcha.soc.go.th. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2016-02-04.